1. პროექტის სახელწოდება: ავტომოყვარულთათვის.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ხახუნის ძალის როლი ყოფა–ცხოვრებაში.
3. პროექტის აქტუალობა: იმ გზების ძიება და გაცნობა, რომელიც სიტუაციის შესაბამისი პრობლემების გადასაჭრელადაა საჭირო. რა საშიშროება ექმნება მძღოლს, როდესაც ასფალტის საფარი სველია, ან თოვლში უწევთ ავტომანქანით გადაადგილება;
4. პროექტის მიზნები: ხახუნის როლის შეფასება ტექნიკასა და ყოფა–ცხოვრებაში. რა გზითაა შესაძლებელი ხახუნის ძალის გაზრდა ან შემცირება.
5. მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
· ბავშვებს შეექმნებათ წარმოდგენა , თუ რა გზითაა შესაძლებელი ხახუნის ძალის გაზრდა ან შემცირება.
· ხახუნის ძალის გაზრდის ან შემცირებისას უსაფრთხოების რა ზომების მიღებაა საჭირო.
· რატომ შეიძლება ორხიდიანი ან სამხიდიანი მანქანებით ჭ აობიან და მთაგორიან ადგილებში შეუფერხებლად მოძრაობა.
· ბავშვები გაიგებენ, რა არის მანქანის ხიდი და რატომ აქვს ამ მანქანებს ასეთი უპირატესობა.
· გაარკვევენ ,არსებობს თუ არა უფრო მეტი ხიდის მქონე მანქანები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დახრილი სიბრტყე, მისტანციური მართვის სათამაშო ავტომანქანა, წყალი, ყინულის ფენა, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
· მოვათავსეთ დახრილ სიბრტყეზე დისტანციური მართვის სათამაშო ავტომანქანა.
· შევარჩიოთ დახრის კუთხე ისე, რომ ავტომანქანა მასზე შეუფერხებლად ადიოდეს.
· დაავასველოთ სიბრტყის ზედაპირი და ვცადოთ მასზე ავტომანქანის აყვანა.
· მოვიფიქროთ რა უნდა გავაკეთოდ იმისათვის, რომ მანქანას არ გაუჭირდეს ზევით ასვლა.
· ავხსნათ რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება.
· გავიხსენოთ მსგავსი სიტუაციები.
10.საგანთან კავშირი: ფიზიკა.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ირმა ხმელიძე.
12.ხელმღვანელის ელ.ფოსტა:irmakhmelidze@gmail.com